ბაუმერის აკადემიის შესახებ

ბაუმერის აკადემია არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც საგანმათლებო და საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. აკადემიის მისიაა დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანოს სამუშაო ძალის განვითარებაში და ასევე გაუზიაროს ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა !!!

ჩვენი ტრენინგების მთავარი მიზანია პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება, საინჟინრო მიმართულების პოპულარიზაცია.

ჩვენი ყველა ტრენერი უმაღლესი კლასის პროფესიონალია, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კონკრეტულ სფეროში.