ყველა დეტალი მნიშვნელოვანია

თანამედროვე ინჟინერიის სრულყოფილებისთვის!

ჩვენთვის სრულყოფილება ნიშნავს ხარისხისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტებისკენ უწყვეტ სწრაფვას!

რას გთავაზობთ ბაუმერი?

ჩვენ გთავაზობთ რთული საინჟინრო იდეების რეალობად გარდაქმნას, რაც მოიცავს პროექტის სრულ ციკლს. ბაუმერის მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული და სიახლეების მიმართ ღია გუნდი, წლების გამოცდილებით, ახერხებს მაქსიმალურად მოერგოს მოცემულობას დაპროექტებისას და შემოგთავაზოთ მონტაჟისა და ექპლუატაციის შემდგომი, კომფორტული სერვისი.

ბაუმერის მთავარი მისია და წარმატების გასაღები, მომხმარებელზე მორგებული სერვისის შეთავაზების გარდა, დეტალებზე ორიენტირებულობა, შენობებში ჯანსაღი გარემოს შექმნა, ინოვაციების გამოყენებით ენერგოეფექტურობის მიღწევა და მუდმივი სვლა გახლავთ თანამედროვე ინჟინერიის სრულყოფილებისკენ.

ბაუმერის სერვისები

ჩვენ გთავაზობთ პროექტის სრულ ციკლს:
Icon 1
კონსულტაცია

ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას თქვენი MEP პროექტის შესახებ

Icon 2
პროექტირება

ბაუმერის გამოცდილი ინჟინრები ქმნიან მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს, ნებისმიერი სირთულის პროექტისთვის

Icon 3
მონტაჟი

MEP მასალების მწარმოებელ, მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, ბაუმერი უზრუნველყოფს ხარისხიანი მასალების იმპორტს და ინსტალაციას

Icon 4
ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი

ბაუმერი უზრუნველყოფს სრული სისტემის მართვას, მონიტორინგს და საჭირო რეგულარული სამუშაოების ჩატარებას

მდგრადი განვითარების მიზნები

ჩვენ ხელს ვუწყობთ გაეროს (UN) მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, რაც მოიცავს მსოფლიოში სიღარიბის დასრულებას, ჩვენი პლანეტის დაცვას და ადამიანთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

N7 ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია!

Საიმედო და თანამედროვე ენერგომომსახურება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, გაიზარდოს ენერგოეფექტურობა და განვითარდეს ახალი ტექნოლოგიები.

N8 ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა!

ყველას ჰქონდეს ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო, მათ შორის, ქალებს, ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. Შემცირდეს იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც არ მუშაობენ, არ სწავლობენ ან არ გადიან პროფესიულ მომზადებას

N13 კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებები!

კლიმატის ცვლილებებისა და მისი ზეგავლენის შესამცირებლად გატარდეს გადაუდებელი ზომები. Ადამიანები უკეთ იყვნენ მომზადებულნი, რომ გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილებითა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ ზიანს.

სიახლეები

ჩვენ ვცდილობთ მუდმივად გაგიზიაროთ სიახლეები, როგორც ჩვენი კომპანიის, ასევე მთლიანად MEP ინდუსტრიის გარშემო.

ჩვენი პარტნიორები

კომპანია ბაუმერს 10 წლიანი გამოცდილების მანძილზე, 100-ზე მეტი ერთგული და კმაყოფილი პარტნიორი კომპანია ჰყავს.